N A R R A T I V E SGEAutographs...
მთავარი

საფრანგეთში არასრულწლოვანი გოგონას მკვლელობამ მასშტაბური პროტესტები გამოიწვია — ხალხი იუსიციის მინისტრის გადადგომის მოითხოვს

საფრანგეთში 11 წლის გოგონას, ლიჰანა-ს მკვლელობამ ქვეყნის მასშტაბით ფართო საზოგადოებრივი რეაქცია და პროტესტები გამოიწვია. მოქალაქეები, განსაკუთრებით ქალთა ორგანიზაციები და აქტივისტები, ქუჩებში გამოვიდნენ და ხელისუფლებისგან ბავშვთა დაცვის სისტემის გაუმჯობესება მოითხოვეს.

გამოძიების მიხედვით, საქმის მთავარი ეჭვმიტანილია პირი, რომელიც წყაროებში მოიხსენიება როგორც ,,ჟერომ B" არსებული ინფორმაციით, მანამდეც უკვე იყო სხვადასხვა საჩივრების ობიექტი, რომლებიც არასრულწლოვნების მიმართ სექსუალურ ძალადობას უკავშირდებოდა.

საზოგადოებრივი კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ის გახდა, რომ ეჭვმიტანილის წარსულზე არსებული სიგნალების მიუხედავად, ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.

მკვლელობის შემდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა თითქმის 200 ქალაქში, მათ შორის ქ.ტულუზასა და ქ.ლილიში. დემონსტრანტები იკრიბებოდნენ სასამართლოებისა და მერიის შენობებთან.

აქციის მონაწილეები:

მოუწოდებდნენ ბავშვთა დაცვის გაძლიერებას,

აკრიტიკებდნენ „დამნაშავე მართლმსაჯულების სისტემას“

მოითხოვდნენ იუსტიციის მინისტრის, ჟერალდ დარმანენის, გადადგომას

აქციებზე ისმოდა ერთ-ერთი მთავარი სლოგანი: „რამდენი ლიჰანა უნდა იყოს კიდევ?“

ფემინისტური და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქმე კიდევ ერთხელ აჩვენებს სისტემურ პრობლემებს ბავშვთა მიმართ ძალადობის საქმეების მართვაში.

პროტესტების ერთ-ერთი წარმომადგენელი ორგანიზაცია Fondation des Femmes-იც მონაწილეობდა საჯარო გამოსვლებში და ხელისუფლებას რეაგირების გაძლიერებისკენ მოუწოდებდა.

საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, იუსტიციის მინისტრ ჟერალდ დარმანენს გადადგომის მოთხოვნაც გაძლიერდა.
იუსტიციის მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა  განაცხადა, რომ ,,სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების სისტემამ საშინელი მარცხი განიცადა".

ლიჰანა-ს მკვლელობის საქმე საფრანგეთში გადაიქცა არა მხოლოდ კრიმინალურ გამოძიებად, არამედ ფართო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კრიზისად. მოქალაქეები და აქტივისტები სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ, რათა მსგავსი ტრაგედიები მომავალში თავიდან იქნას აცილებული.